ყაზბეგის მუნიციპალიტეტს შიდა ტრანსპორტირებისთვის 2 მიკორავტობუსი დაემატა.
“მოსახლეობის მოთხოვნის და საჭიროების შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისყიდა ორი მიკროავტობუსი, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბრის თვიდან უფასოდ მოემსახურება მოსახლეობას – დაბა სტეფანწმინდა- გორისციხის თემის, დაბა სტეფანწმინდა – სნოს თემის მიმართულებით.
ამასთან, მერია მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად განიხილავს საკითხს შიდა უფასო ტრანსპორტის შუადღისთვის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომლის გრაფიკი დაზუსტდება მოგვიანებით”, – აცხადებენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში.