სათხილამურო კურორტ გუდაურში მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურისა და ქალაქთან სიახლოვის გამო, წლებია აქტიურად მიმდინარეობს საცხოვრებელი კომპლექსების განაშენიანება, რასაც ბაზარი სათანადოდ პასუხობს და მიწოდებას საკმაოდ ეფექტურად ითვისებს.
ათვისების შესაბამისია საცხოვრებელი ბინების ფასები და სტაბილურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნული ფაქტორები დეველოპერებისთვის დამატებითი ინტერესის წყარო ხდება, თუმცა, მათთვის პრიორიტეტი ენიჭება მიწების ისეთ კატეგორიას, რომლებზეც განაშენიანების რეგულირების გეგმაა დამტკიცებული და მზად არის დეველოპმენტისთვის.
ასეთი ტიპის მიწის ნაკვეთები ბაზარზე რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა და კოლიერსის ექსკლუზიური მანდატით გაიყიდება. მიწის ნაკვეთები გუდაურის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და 5,364 კვ.მ ფართობს მოიცავს. ფუნქციურად ნაკვეთები 2 ნაწილად დაიყოფა. ტერიტორიის განვითარება განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, წინასწარ განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების საფუძველზე მოხდება. არეალის ძირითადი ნაწილი დახურული ტიპის მრავალბინიან საცხოვრებელ შენობებს დაეთმობა, მცირე ნაწილზე კი შალეს ტიპის ვილები აშენდება.
აღნიშნული მისამართი ვაკანტური ნაკვეთების კიდევ ერთი კონკურენტული უპირატესობა ისს, რომ მიწები გუდაურის ცენტრალურ ნაწილში, მთავარი გზიდან მოკლე დისტანციაზეა. პირველ სასრიალო ტრასასთან სიახლოვე საბაგიროსთან მარტივ წვდომას ხდის შესაძლებელს. ამასთან, ტერიტორიის გარშემო გვხვდება სასტუმროებისა და საცხოვრებელი კომპლექსების კლასტერი.
ვაკანტურ ნაკვეთებზე შეთავაზებების მიღება უკვე დაწყებულია, მოლაპარაკების პროცესს ექსკლუზიური მანდატით Colliers-ის საინვესტიციო მიმართულების საკონსულტაციო გუნდი წარმართავს.