მარშრუტების ჩამონათვალი, რომელიც 4 ივნისიდან თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტს დაემატება

316

წინა სტატია

თბილისის მერია იმ ახალი მარშრუტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც მომატებული მგზავრთანაკადის გათვალისწინებით, 4 ივნისიდან მუნიციპალურ ტრანსპორტს დაემატება.

თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი იქნება.

„დაგეგმილია შემდეგი საავტობუსე მარშრუტების ამოქმედება:

N293 მარშრუტი განკუთვნილია დიდი დიღმის დასახლებისთვის; N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N444; ასევე, N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N546; N296 მარშრუტი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N544-ის მარშრუტს; N297 ავტობუსი კი, ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N425-ს;

ამასთან, ამოქმედდება მიკროავტობუსის სამი ახალი სამარშრუტო ხაზი:

N425 მიკროავტობუსი მოემსახურება მეტრომშენის დასახლებას. N444 მიკროავტობუსი მოემსახურება ზღვის უბნის დასახლებას, ხოლო N546 მიკროავტობუსი იყალთოს გორიდან მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტამდე“ იმოძრავებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.