უკვე მეორედ, 2019 წლის 12-13 იანვარს, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში თოვლის ფესტივალი ჩატარდება. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის ტერიტორიაზე დაინთება დიდი კოცონი, გაიმართება სხვადასხვა შეჯიბრებები როგორც ზრდასრულებისთვის, ისე პატარებისთვის. ფესტივალს თოვლის ბაბუაც დაესწრება.
“ფესტივალზე გავაკეთებთ დიდ თოვლის ბაბუას და ბებიას, გადავიღებთ ფოტოებს, თოვლზე დავხატავთ შეფერილი წყლით და ვიგუნდავებთ. ხოლო, საღამოს დავასრულებთ ფოიერვერკით და გავუშვებთ ფრანებს”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
მათივე ცნობით, ფესტივალზე 17:00 საათზე კონცერტს გამართავს ბენდი “Art New Life”, რის შემდეგაც საღამოს DJ გააგრძელებს. ფესტივალზე დასწრება ფასიანია, ბილეთის საფასური შეადგენს 10 ლარს, ხოლო 10 წლამდე ბავშვებისთვის დასწრება უფასოა.
ფესტივალის იდეა და ორგანიზება საინიციატივო ჯგუფ “SNOW-ელებს” ეკუთვნის. მათ შოვში თოვლის ფესტივალი პირველად 2018 წლის 13 იანვარს ჩაატარეს.