ვალეში ჭადრაკის ფესტივალი გაიმართება

344

28-30 ოქტომბერს, ქალაქ ვალეს კულტურის სახლი საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაცია, შპს ვალე XXI და ქ. ვალის ჭადრაკის სკოლა.

ტურნირი ჩატარდება 8, 10, 12 და 16 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის. შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მასშტაბით, რეგიონალური ფედერაციების მიერ შერჩეული მოჭადრაკეები თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში.

ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.

I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს თასები, მედლები, დიპლომები და ფულადი საჩუქრები გადაეცემათ;

II-III ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მედლები, დიპლომები და ფულადი საჩუქრები გადაეცემათ;

სპორტულ ღონისძიებასთან ერთად, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის გასართობი და კულტურული აქტივობები, ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების, ხალხური რეწვის ნიმუშების და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

ღონისძიების გახსნა: 28 ოქტომბერი, 15:00 სთ;