ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 10 412 000 ლარით განისაზღვრა

661

ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 10 412 000 ლარით განისაზღვრა. კაპიტალური ტრანსფერი 3 მილიონ 800 ათასი ლარია. პროექტი  გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 800 ათასი ლარით მეტია. პრიორიტეტები წელსაც ინფრასტრუქტურაა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ამასთან, დაგეგმილია სხვადასხვა სოციალური პროგრამები და კულტურული ღონისძიებები. ხოლო, დაინტერესების შემთხვევაში მოსახლეობას ბიუჯეტის პროექტზე, საკუთარი მოსაზრებებისა და შენიშვნები წარდგენის საშუალება აქვთ. ბიუჯეტის საბოლოო ვერსია 28 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.