ჭიათურის სოფელ დარკვეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სრულდება

726

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სრულდება.

მერიის ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულებაში უკვე მოწესრიგდა გარე ფასადი და ამ ეტაპზე შიდა ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, სამუშაოების ფარგლებში, უკვე შემოღობეს ეზოც. ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “გოლდ ენდ ბრო“ აწარმოებს და მისიღირებულება 38 441 ლარს შეადგენს.

როგორც მერიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება და დარკვეთს თანამედროვე ტიპის ბაღი ექნება.