ხაჯიმბას თქმით, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ახალ ციხეს ააშენებს

715

“ჩვენ შესაბამისს და საკმაოდ სერიოზულ მხარდაჭერას აღმოგვიჩენენ. ეს არ არის კრედიტი, არამედ სახელმწიფოსთვის გაწეული შესაბამისი დახმარება, რათა საბანკო სისტემა სტაბილური იყოს. საუბარია, დაახლოებით, ნახევარ მილიარდ რუბლზე”, – განაცხადა ხაჯიმბამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს რუსეთის მიერ აფხაზეთში ციხის ახალი შენობის აშენებაზე, რაც დიდი ხანია იგეგმება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის წარმომადგენლები ამ საქმეს მალე დაიწყებენ.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ პუტინთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს ე.წ. საზღვრების უსაფრთხოება.

“იმის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში ხდება, საქართველოს და უკრაინის მოქმედებებით, ნატოში გაწევრიანების საკითხით, ყოველივე ეს ჩვენ და რუსეთის ფედერაციას უნდა გვაშფოთებდეს”, – განაცხადა ხაჯიმბამ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა ერთმანეთს სოჭში 21 ნოემბერს შეხვდნენ.