ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის ასაშენებლად 3 მილიონი დაიხარჯება

1537

ზუგდიდს ახალი სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა 2019 წელს ექნება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მშენებლობა ივლისში დასრულდება.

მათი ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.

“შენობა მრავალფუნქციური იქნება და რეგიონულ სასწავლო ცენტრის ფუნქციასაც შეასრულებს. შენობას შესაძლებლობა ექნება მიიღოს სამაშველო ვერტმფრენი. პროექტის ღირებულება 3 მილიონი ლარია”, – ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.