ხონის ცენტრალურ ბულვარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

1513

ხონის ცენტრალურ ბულვარსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ხონის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი დააფინანსებს. მათივე ცნობით, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ხონის ისტორიული ბულვარის რეაბილიტაციისთვის თანხის მოთხოვნა ფონდში უკვე გაგზავნილია და სამუშაოები 2019 წელს დაიწყება.

ამასთან, მერიის ცნობით, ხონის ცენტრალურ ბულვარში უფასო Wi-Fi სისტემა უკვე ამოქმედდა. სამუშაოები კომპანია “VGS Network-მა” ხონის კომუნალურ სამსახურთან ერთად შეასრულა.

ხონის ცენტრში დასასვენებელი პარკი მე–19 საუკუნის 40–იან წლებში არის გაშენებული.