ხარაგაულის საკრებულოში ახალი ფრაქცია “ძალა ერთობაშია“ შეიქმნა

888
ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს ახალი ფრაქცია შეიქმნა. ახალი ფრაქცია დეპუტატებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და “ევროპული საქართველოდან“ თორნიკე ავალიშვილმა, ქეთევან ზუმბაძემ და დავით მაღლაფერიძემ შექმნეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც  ახალი ფრაქციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა განაცხადა, ის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს საკრებულოს წინაშე აქტიურად დააყენებს.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების“ წევრმა.

“ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ცალ-ცალკე არასდროს ყოფილან და ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან“ ვარლამ ჭიპაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის საკრებულოში ეს რიგით მეექვსე ფრაქციაა.