ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაოები 7 მონაკვეთზე ხორციელდება.
„სანიაღვრეები სოფელში დიდი ხნის განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო, რაც, თავის მხრივ, იწვევდა წყლის გადმოდინებას გზის სავალ ნაწილზე და მის დაზიანებას. პროექტის ფარგლებში არსებულ მონაკვეთებზე მოეწყობა ბეტონის არხები, ეზოების შესასვლელებში და გზის გადაკვეთაზე კი ცხაურები, რაც არსებულ პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებს“, – განაცხადა ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად სამუშაოები მიმდინარეობს დაბა წაღვერში თორელის ქუჩაზე, სადაც ახალი ქსელი მოეწყობა. რამდენიმე დღის წინ კი სანიაღვრეების რეაბილიტაცია დასრულდა ქალაქ ბორჯომში, რუსთაველის ქ. #119-ში, ერეკლეს, ქეთევან წამებულის, კოსტავასა და რობაქიძის ქუჩებზე. ობიექტებზე სამუშაოებისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამოყოფილია 111 680 ლარი.
წყარო: ინტერპრესნიუსი