ბათუმის მერიაში გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაციის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე არხის მოწყობას გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, სულაბერიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. პროექტის ღირებულება 2 138 688 ევროს შეადგენს. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება და 2019 წლის მესამე კვარტალში დასრულდება.
სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ერთობლივი საწარმო “ფაიფერი და გზა“ განახორციელებს. ამასთან, სანიაღვრე სისტემის პარალელურად, ეტაპობრივად განხორციელდება გზისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი დაიხარჯება.
პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის და და განვითრების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.