რუსთავში ახლადრეაბილიტირებული სპორტული დარბაზი გაიხსნა

1212

რუსთავში ახლადრეაბილიტირებული სპორტული დარბაზი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, რუსთავის N25-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ სპორტულ დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტანვარჯიშის დარბაზი, რომელიც უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და სავენტილაციო სისტემებით. ამასთან, მათივე ცნობით, სპორტულ დარბაზში სველი წერტილებიც გარემონტდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ტენდექსმა’’ შეასრულა, სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 85 000 ათასი ლარია.

აღნიშნული პროექტი მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ხოლო, სპორტულ დარბაზს ინვენტარი საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერიაციამ გადასცა.

“დღეს კიდევ ერთი სპორტული კომპლექსი გაიხსნა, რომელიც ტანვარჯიშით დაკავებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს მოემსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იმდენად, რამდენადაც სპორტის ამ სახეობით დაკავებული ბავშვების რაოდენობა რუსთავში ძალიან ბევრია და ეს სპორტული კომპლექსი მოემსახურება სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ტანვარჯიშში ბევრი წარმატებული სპორტსმენი გვყავს და მშობლებს ვთხოვ, რომ უფრო მეტი ინტერესი გამოიჩინონ და მოიყვანონ ბავშვები ამ სპორტულ კომპლექსში“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.