ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარი იქნება. დოკუმენტის პირველადი ვერსიის მიხედვით, სახელფასო ფონდისთვის 7 909 980 ლარია გათვალისწინებული, სოციალური დაცვის – 416 800, ჯანდაცვის – 495 100 და თავდაცვის მიმართულებით კი – 115 900 ლარი. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ხოლო, გარემოს დაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტს 2 052 800 ლარი აქვს გათვალსიწინებული, ეკონომიკური საქმიანობისთვის, 9 399 671 ლარის დახარჯვას გეგმავს. რაც შეეხება განათლებას, დოკუმენტის პირველადი ვერსიის თანახმად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 4 138 300 ლარია გამოყოფილი, დასვენების, კულტურისა და რელიგიის ნაწილში კი ეს თანხა 1 350 000 ლარს შეადგენს.