ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საბავშვო ბაღებში კვებაზე დახარჯული თანხა ერთ ბავშვზე 35 ლარიდან 40 ლარამდე გაიზრდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ახალი ბიუჯეტის პროექტში სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობისთვის 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. ზუგდიდის სკოლამდელ დაწესებულებებში 4 025 აღსაზრდელია.
გამოცემა “ლაივპრესის” ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბაღებში დღეში სამჯერადი კვებისთვის ერთ ბავშვზე 1.60 ლარი იხარჯება.