საკანალიზაციო სისტემის დაზიანების გამო, ბორჯომში კოსტავას სახელობის სკვერში ფეკალიები ამოდის, რის გამოც დაბინძურებულია ის ტერიტორია, სადაც საბავშვო ატრაქციონები დგას. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
საკანალიზაციო სისტემიდან ამოსული ფეკალიებით ბორჯომის პარკში, დაახლოებით, 100 მეტრზე მეტი ფართობია დატბორილი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება “წყალმომარაგების კომპანიის“ ვალდებულებაა: “ჩვენ გავედით ადგილზე და შევამოწმეთ, ფეკალიები კანალიზაციის ჭიდან ამოდის, როგორც კომპანიაში გვითხრეს გორიდან უნდა ჩამოიყვანონ სპეციალური მანქანა, რომელიც პარკში დაგროვილ ფეკალიებს ამოტუმბავს“.
ბორჯომში წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს ტელეფონი გამორთული აქვს. გამოცემა კი, სათავო ოფისიდან პასუხს ამ დრომდე ელოდება.