ადიგენში რვა კულტურული ღონისძიებისთვის 20 ათასამდე ლარი დაიხარჯა

773

ადიგენში 2017 და 2018 წლებში რვა კულტურული ღონისძიება გაიმართა და ამისთვის ბიუჯეტიდან 19 327 ლარი გამოიყო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ კულტურული ღონისძიებებისთვის 2018 წელს 9 000 ლარი დახარჯა. აქედან 26 ივნისს, სოფელ უდეში გამართული წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის 3 000 ლარი გამოიყო, 30 ივლისს “შუამთობისთვის“ – 2 500 ლარი, 11 აგვისტოს გამართული “ზეკარობისთვის“ – 3 500 ლარი.

გასულ წელს ადიგენში ხუთი კულტურული ღონისძიება გაიმართა და ამისთვის ბიუჯეტიდან 10 327 გაიწერა. ეს თანხა 29 აპრილს აბასთუმანში გამართული “ახალგაზრდულ–კულტურული ფესტივალისთვის“, 26 ივნისს სოფელ უდეში “ანთიმოზობისთვის“, 29 ივნისს “შუამთობისთვის“, 12 აგვისტოს “ზეკარობისთვის“ და 31 დეკემბერს დაბაში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებებისთვის დაიხარჯა.