ვანის ორ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

590

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაგორასა და ზედაბზვანში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. ამით იმერეთის მხარეში იმ სოფლების რაოდენობა, რომელთაც ბუნებრივი აირი მიეწოდებათ, 287-მდე გაიზარდა.

სულ იმერეთის რეგიონის 11 მუნიციპალიტეტში 204 229 აბონენტია გაზიფიცირებული.

სამუშაოები, რომლებიც ამჟამად იმერეთის რეგიონის სოფლების გაზიფიცირების მიმართულებით მიმდინარეობს, წინასწარ არსებულ გრაფიკის თანახმად, 2020 წლის ჩათვლით უნდა დასრულდეს.