ასპინძის სოფლებში მგლებმა 20-ზე მეტი პირუტყვი დაგლიჯეს

785

ასპინძის სოფლებში ნაქალაქევში, ფიასა და თმოგვში ადგილობრივები მომრავლებულ მტაცებლებზე ჩივიან. მათი თქმით, ბოლო პერიოდში, სამ სოფელში მგელმა 20–ზე მეტი პირუტყვი დაგლიჯა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“მე ხბო შემიჭამა, რამდენიმე დღის წინ კი მგელმა ჩემი მეზობლის ძროხა დაგლიჯა. გარშემო სოფლებში 20–ზე მეტი ასეთი შემთხვევა იყო“, – ამბობს სოფელ ფიაში მცხოვრები პაატა კაველიძე.

თმოგვსა და ნაქალაქევში ადგილობრივები ამბობენ, რომ მტაცებელი პირუტყვს დღისით ესხმის თავს: “მწყემსები არ გვყავს, საქონელი მიჩვეულია და მდინარის გაღმა მთებზე ბალახობს, შემდეგ კი საღამოს თავისით ბრუნდებიან. ბოლო პერიოდში გახშირდა მსგავსი შემთხვევები, მგელთან ერთად ბევრია ტურაც“.