ასპინძაში კინოს შენობის დემონტაჟისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 10 899 ლარი გამოიყო. მერიის ინფორმაციით, შენობა სიძველის გამო ინგრეოდა და ადგილობრივებისათვის საფრთხეს წარმოადგენდა.
აღნიშნული შენობა დაბა ასპინძაში, ცენტრალური დასასვენებელი პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს, შენობა 1960-1970-იან წლებშია აშენებული. მისი დემონტაჟი მერიის ცნობით უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ქილდა-2015’’ აწარმოებს. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.