თბილისის 4 საბავშვო ბაღის დირექტორი სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, საკვების მოპარვისთვის გაათავისუფლეს

966

მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ოთხი სახის დარღვევა გახდა: ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტის მოპარვა, მენიუს შეცვლა, თანამშრომლებთან კონტრაქტების დარღვევებით გაფორმება და გადაცდომები საქმის წარმოებაში.

გვანცელაძის თქმით, მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება. მისი თქმით, გათავისუფლებული დირექტორების მოვალეობის შემსრულებლებმა თავად უნდა დაადგინონ, ჰქონდა თუ არა გადაცდომები ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდანაც.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძეს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი 4 სახის დარღვევა გახდა, რაც მენიუს შეცვლას, საქმის წარმოებაში გადაცდომებს, თანამშრომლებთან კონტრაქტების დარღვევებით გაფორმებასა და ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტის მოპარვას ეხება.

კახა გვანცელაძე აცხადებს, რომ ბაღების შემოწმება მომავალშიც გაგრძელდება.

მანამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში საბავშვო ბაღის მენეჯერი დისციპლინური ნორმების დარღვევის მიზეზით დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.