გახშირებული მიწისძვრების გამო, სეისმოლოგიურ ცენტრში აცხადებენ, რომ ახლადაშენებულმა კორპუსებმა, შესაძლოა, ძლიერ ბიძგებს ვერ გაუძლოს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
სეისმოლოგიური ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, დააწესონ სპეციალური რეგულაციები, რომლითაც კორპუსების სეისმოლოგიურობა მკაცრად გაკონტროლდება.
“თბილისიც სეისმურად აქტიურია. ამიტომ ჩვენი მოვალეობაა გავაფრთხილოთ მოსახლეობა, რომ ასეთ ტერიტორიაზე როგორიც საქართველოა, სამშენებლო ინდუსტრია უნდა იყოს განვითარებული, რეგულაციები უნდა იყოს ძალიან მკაცრი იმისთვის ,რომ დავიცვათ მოსახლეობა.
სერიოზული დარღვევებია კვლევით კომპონენტში. იმიტომ, რომ მშენებლობა და არქიტექტურა მხოლოდ აგურის აგურზე დადება არ არის. ლამაზი სახლები ძალიან მოგვწონს, მაგრამ მთავარია ეს სახლები ფეხზე იდგესმ როდესაც მიწისძვრა მოხდება. ამიტომ საინჟინრო კუთხით არის ყურადღება მისაქცევი“,- განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ.
7-8 ნოემბერს საქართველოში 5 მიწისძვრა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ წელს ყველაზე მეტი მშენებლობა თბილისსა და კახეთში დასრულდა, ხოლო, მშენებლობაზე გაცემული ნებართვებით თბილისი, აჭარა და ქვემო ქართლი ლიდერობს.