მიმდინარე წლის 1 კვარტალში ქვეყნის მასშტაბით დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 542 ობიექტი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 109-ით ნაკლებია. ყველაზე მეტი ობიექტი – 166 თბილისში დასრულდა, მას 89 ობიექტით კახეთის რეგიონი მოსდევს, მესამე პოზიციაზე კი მცხეთა-მთიანეთი და ქვემო ქართლია 62-62 დასრულებული ობიქტით. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.
ყველაზე ნაკლები – სულ 3 ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში რაჭა-ლეჩხუმში. სულ გასულ წელს მშენებლობის სექტორში გამოშვებული პროდუქციის მოცულობამ 7166,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 53 მილიონით მეტია.
რაც შეეხება დასაქმებულებს, – 2017 წელს სამშენებლო სექტორში 72 ათას ადამიანზე მეტი იყო დასაქმებული, რაც 2016 წელს 1000 კაცით ჩამორჩება, თუმცა 2010 წელს თუ შევადარებთ, ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 80%-ითაა გაზრდილი.