მიმდინარე წლის 1 კვარტალში ჯამში 2 057 სამშენებლო ნებართვაა გაცემული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 114 ნებართვით ნაკლებია. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა – 991 თბილისშია გაცემული, თუმცა, ეს მონაცემი 2017 წლის ანალოგიურ პერიოდს 88 ერთეულით ჩამორჩება. რეგიონების მიხედვით, აჭარა ლიდერობს, სადაც წინა წელთან შედარებით, გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა გაზრდილია და 314 შეადგენს, მესამე პოზიციაზე ქვემო ქართლია, სადაც 199 ნებართვა გაიცა.
ყველაზე ნაკლებ ინტერესს სამშენებლო სექტორი გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებით იჩენს, ამ რეგიონებში შესაბამისად 33 და 7 ნებართვაა გაცემული.