ამბროლაურის სოფელ მე-2 ტოლაში ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

987

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გადაიხურა შენობა, შეიღება ფასადი და  გამოიცვალა კარ-ფანჯრები.  მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტი მუნიციპალური ბიუჯეტით დაფინანსდა და სახელშეკრულებო ღირებულებამ 28 388 ლარი შეადგინა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.