ზესტაფონში შიმშილობის აქციის პარალელურად, მერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

665

წინა სტატია

ზესტაფონში შიმშილობის აქციის პარალელურად, მერიის შენობასთან კახაბერ მახათაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ამბობენ, რომ პრობლემების გასაცნობად მერთან შეხვედრას ვერ ახერხებენ, რადგან კაბინეტში მერი მერვე დღეა შესვლას ვერ ახერხებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოქალაქეებმა პროტესტის ისეთ ფორმას უნდა მიმართონ, რომელიც ქალაქის განვითარებას ხელს არ შეუშლის.

ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის კაბინეტზე წებოვანი ლენტია გაკრული და მერს სამუშაო კაბინეტში შესვლის საშუალება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნოთ მერვე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ოთხი მოქალაქე კი მეორე დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მერის გადადგომამდე არ დაიშლებიან.