ქუთაისში ახლადგახსნილ თეთრ ხიდზე დაგებულ ლითონის ფილებზე ამოტვიფრული ლექსის ავტორები აერიათ და ტერენტი გრანელის ლექსის ავტორად კოლაუ ნადირაძე მიუთითეს.
შეცდომა აკაკი მამრიკიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“პირველად შემრცხვა ესე ძაან მგონი ცხოვრებაში და სასწრაფოდ წამოვედი სხვები აღარც წამიკითხავს!!! ეს სიტყვები რომელსაც, თქვენ ეხლა ფოტოზე ხედავთ, აღებულია ლექსიდან “აღსარება ქუთაისს” და ეკუთვნის ტერენტი გრანელს”.
დღეს პირველად გავიარე "განახლებულ" თეთრ ხიდზე, რომელიც ზარ-ზეიმით გახსნილა რამოდენიმე დღის წინ❗️❗️❗️ჩემი ყურადღება,…
Posted by Akaki Mamrikishvili on ოთხშაბათი, 07 ნოემბერი, 2018
მოგვიანებით, ქუთაისის მერიამ ლექსის ავტორების არევის შესახებ განცხადება გაავრცელა. მატი თქმით, ციტატაზე ავტორის ვინაობის შეცდომით ამოტვიფრა ტექნიკური სახის შეცდომაა.
https://www.facebook.com/CityHallofKutaisi/photos/a.525284501170547/751070025258659/?type=3&theater
ამასთან, შეგახსენებთ, რომ თეთრი ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე ელოდნენ, 3 ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის. რამდენიმე ფილა ფეხის დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.