საინფორმაციო რუკაზე ბათუმის ტურისტულად მნიშვნელოვანი ობიექტები და ბულვარის ღირსშესანიშნაობებია წარმოდგენილი, რაც მერიის ინფორმაციით, ვიზიტორებს საშუალებას მისცემს მარტივად შეძლონ გადაადგილება და მიიღონ ინფორმაცია მათი ადგილმდებარეობის შესახებ.
რუკები ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან (მარჯვენა/მარცხენა მხარე), დ.თავდადებულისა და ნ.დუმბაძის ქუჩასთან და სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.
აღნიშნული პროქტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა.