ბათუმში “ხელმისაწვდომი საცხოვრისის”, ე.წ. იაფი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 2 ხუთსართულიანი მრავალბინიანი კორპუსი შენდება, რომელიც 40 ოჯახზე იქნება გათვლილი.
მერიის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც საკრებულო კრიტერიუმებს დაამტკიცებს, განცხადებების მიღებაც დაიწყება. რის თაობაზეც, მათი თქმით, ინფორმაციას თავად გაავრცელებენ.
“ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში განახლდა და 2019 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 2 349 999,00 ლარს შეადგენს.
ამასთან, როგორც მერიაში ამბობენ, 2019 წელს კიდევ 2 დამატებითი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.
კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.