ქუთაისის მერია: დუმბაძის ქუჩა 1 თვით გადაიკეტა

597

ქუთაისში დუმბაძის ქუჩა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ნოემბრიდან 1 თვით გადაიკეტა. მერიის ცნობით, გზის საფარის მოწესრიგება გრიშაშვილის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე იგეგმება.

მერიის ინფორმაცით, რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდება გზის საფარი, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი და მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია “დაგი +” აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქუთაისში ბარათაშვილის, დუმბაძისა და იაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს სამივე პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს.