ეუთო ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

351

ეუთო ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 103-ე შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთო-ს შუამავლობით გამართული შეხვედრა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გათვალისწინებით, ჯანმრთლეობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ზომების შესაბამისად ჩატარდა.

„მონაწილეებმა განიხილეს გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და სხვა შეზღუდვების გავლენა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრებაზე. მათ ყურადღება გაამახვილეს ადმინიტრაციულ გამყოფ ხაზთან უსაფრთხოების კუთხით ბოლო მოვლენებზე, დაკავების საქმეებზე, ჩორჩანა-წნელისის რაიონში არსებულ სიტუაციაზე და კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ეუთო-ს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეუთო-ს საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ანიკა სოდერმა მონაწილეებს მოუწოდა, მომავალი სადღესასწაულო სეზონისთვის მიმართონ პრაგმატულ და ჰუმანიტარულ მიდგომას. მან ხაზი გაუსვა, რომ აფასებს მონაწილეების მხარდაჭერას ინციდენტების პრევენციისა და მათაზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში აზრთა გაცვლაში ჩართულობისადმი.

ეუთო-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ქეით ფიერონმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მონაწილეებს, გააგრძელონ ინციდენტების პრევენციისა და მათაზე რეაგირების მექანიზმის შეხედრებისა და ასევე ევროკავშირის სადამკვირვბელო მისიის ცხელი ხაზის გამოყენება ინფორმაციის გასაზიარებლად, რაც მისი თქმით, არის მნიშვნელოვანი ნდობის აღსადგენად.

„შუამავლებმა ასევე ხაზი გაუსვეს დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას და მოუწოდეს ორმხრივად მისაღები გამოსავლისკენ, რომელიც იცავს ჰუმანიტარულ პრინციპებს, ადამიანის უფლებებს და პოზიტიურად პასუხობს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს. მათ დაადასტურეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ ყველა ძალისხმევას გადაადგილების უფრო მეტი თავისუფლების აღდგენისკენ. შეხვედრის დროს, ყურადღება მიექცა „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგს და იმას, თუ როგორ შეიძლება მისი მეტად ინტეგრირება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მორიგი შეხვედრა 2022 წლის 20 იანვარს დაგეგმონ“, – ნათქვამია ეუთო-ს ინფორმაციაში.