იმერეთის გუბერნატორი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

698
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე მოადგილეებთან ერთად მუნიციპალიტეტების მერებს, ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსებსა და მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვდრაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და ამ კუთხით არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე იმსჯელა.

“მუნიციპალიტეტების მერებთან და მშენებლებთან ერთად, რომლებიც სამუშაოებს იმერეთის რეგიონში ასრულებენ ყველა ის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული და პრობლემური საკითხები გავიარე, რაც დღეს მუნიციპალიტეტებში არსებობს და დავგეგმეთ მოგვარების გზები. შევთანხმდით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები განსაზღვრულ ვადებში დასრულდება. რაც შეეხება 2019 წელს შემიძლია გითხრათ, რომ გაცილებით კარგად მოხდება პროექტების დაგეგმარება და თითოეული მათგანი მოსახლეობის ინტერესებზე იქნება მორგებული“,– განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.