თეთრიწყაროს სოფელ ქოსალარში გზის მოასფალტება მიმდინარეობს

797

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში მისასვლელი, 5.8 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოასფალტება მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად, უსაფრთხო და კომფორტული გზით 600-მდე  ბენეფიციარი ისარგებლებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამორტიზირებული საავტომობილო გზის მოწესრიგება სოფლის მოსახლეობისათვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა, ვინაიდან წლების განმავლობაში მწობრიდან იყო გამოსული გზა და აფერხებდა მგზავრთა გადაადგილებას.

“პროექტი ორწლიანია, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო 2018 წლის 5 ივლისს და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2019 წლის 2 იანვარს.

სამუშაოების საერთო ღირებულება ხელშეკრულებით 1 609 165 ლარს შეადგენს”, – აცხადებენ მერიაში.