ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროს ზვიად თავართქილაძესთან ერთად მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ა(ა)იპ-ებში იმყოფებოდა.
მერიის ინფორმაციით, ვახტანგ ბერიძე ხულოს მუნიციპალური სერვისის, სოციალური სერვისების ცენტრის, კურორტ ბეშუმისა და წყალკანალის თანამშრომლებს შეხვდა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, შეხვედრისას მერის მოვალეობის შემსრულებელმა ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს მითითებები მისცა.
“ჩემი თხოვნაა მაქსიმალურად შევეცადოთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გვერდში დავუდგეთ ჩვენს მოსახლეობას და არსებული პრობლემები დროულად აღმოვფხვრათ“, – მიმართა ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს ვახტანგ ბერიძემ.