გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში შიდა სასოფლო გზების მოასფალტება მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება ე.წ. თუშების, ე.წ. ჭიაპაანთ უბნები და ელიკაანთ უბნის შესასვლელი.
გზების რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 226 000 ლარს შეადგენს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს”ლაგოდეხავტოგზა“ ასრულებს.