თეთრწყაროში დუმბაძის ქუჩისა და მიმდებარე 3 ჩიხის მოასფალტება მიმდინარეობს

702

ქალაქ თეთრიწყაროში დუმბაძის ქუჩისა და მიმდებარე 3 ჩიხის მოასფალტება მიმდინარეობს, მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გზის გვერდულებიც მოიხრეშება.

როგორც მერიაში აცხადებენ, მიმდინარე წელს ქალაქ თეთრიწყაროში ჯავახიშვილის ქუჩის დარჩენილი ნაწილის და მიმდებარე 2 ჩიხის რეაბილიტაციაც დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოასფალტდა საავტომობილო გზა და მოეწყო სანიაღვრე არხები.

მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში ორივე ქუჩაზე რეაბილიტაცია 1 კმ-მდე საავტომობილო გზას ჩაუტარდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულებამ 318 315 ლარი შეადგინა.