ბოლნისის სოფელ ტალავერში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ამასთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ აღნიშნულ სოფელში ერთი უბნის სასმელი წყლის სისტემის პროექტირება დაიწყო.
სოფელ ტალავერში 925 გრძივ მეტრზე, მიმდინარე წლის ბოლომდე, 18 სმ სისქის ბეტონის გზა დაიგება. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია მძიმე ტექნიკა მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 700 ათას ლარს შეადგენს. გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ 7 000 ბენეფიციარი ახალი გზით ისარგებლებს.
ასევე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საპროექტო დეპარტამენტის წარმომადგენლები ამჟამად სოფელ ტალავერში საველე სამუშოებს ატარებენ, რის საფუძველზეც, დაახლოებით 1 კვირაში საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდება. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის შედგენის შემდეგ ტენდერი გამოცხადდება, რომლის დასრულებაც, დაახლოებით, 80-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემას მოუგვარებს.