დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

956

დიდუბის რაიონში აკაკი წერეთლის გამზირზე წყალარინების სისტემასა და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული მილების დემონტაჟი უკვე განხორციელდა. 350 გრძივ მეტრზე სანიაღვრე და წყალარინების ქსელი ეწყობა. ასევე, მოეწყობა 200 მმ-იანი წყალარინებისა და 300 მმ-იანი სანიაღვრე გოფრირებული მილები.

მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აკაკი წერეთლის გამზირის N67, 69, 71, 73ა-სა და 73 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობისთვის მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება, რადგან უხვი ნალექების დროს აღნიშნულ მისამართზე მდებარე სადარბაზოები მუდმივად იტბორებოდა.

წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც თვის ბოლომდე დასრულდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ენ ეს გრუპი“ ახორციელებს.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდგომ ასფალტის ახალ საფარს დააგებენ.