ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია სოციალურ ქსელში “ნაცმოძრაობის” ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმიანება. ქალაქის მერი კონკურენტებს ქათმებს უწოდებს და ამბობს, რომ მათი ერთადერთი მიზანი სამოქალაქო ომის დაწყებაა.
“ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, ეს არის საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყება, გადახედეთ რა ძალის ინტერესია ეს და ყველასთვის ნათელი გახდება მიშას და გრიშას რა დავალება მიცეს, უბრალოდ, ქათმებმა ვერ შეძლეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ქართველი ერი 28 ისევ სტაბილურობას და წინსვლას აირჩევს და პირველ ტურშივე სალომე ზურაბიშვილი გახდება საქართველოს პრეზიდენტი”, – წერს ქალაქის მერი სოციალურ ქსელში.
ქუთაისის მერიის პრესამსახურმა ადგილობრივ გამოცემა “kutaisipost”-ს დაუდასტურა, რომ ფეისბუქის ეს გვერდი ქალაქის მერს ეკუთვნის.
გიორგი ჭიღვარიას კომენტარი სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის და რეგიონული სამსახურის უფროსის, დიტო სამხარაძის პოსტს მოჰყვა, რომელშიც ის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე წერს.
https://www.facebook.com/dito.samkharadze/posts/1890917917689405