საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკში სკვერის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის მოწყობა, სკვერის ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობა, ძელსკამებისა და გარეგანათების დამონტაჟებაა დაგეგმილი.
როგორც მერიაში აცხადებენ, ხელშეკრულების პირობების თანახმად სამშენებლო სამუშაო მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს დასრულდება.