საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩა N22-სა და ვაშლიჯვარში, ემუხვარის ქ. N3ბ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დასრულდა.
გამგეობის ინფორმაციით, სპორტულ მოედნებზე სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, ლითონის ბადეები შეიცვალა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო.
საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები შპს “დოკასპორტმა“ განახორციელა. პროექტების ღირებულება 75 820 ლარს შეადგენს.