გლდანის რაიონში, კერძოდ კი ავჭალის დასახლებაში, ლიბანის ნომერ 16-თან, წყლის მილსადენი გასკდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორია იტბორება. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარმა შალვა ოგბაიძემ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
როგორც ოგბაიძე ამბობს, დაზიანდა 900-მილიმეტრიანი მაგისტრალური მილი. მისი თქმით ავარია საკმაოდ სერიოზულია. “GWP-ს” თანამშრომლები უკვე ადგილზე იმყოფებიან.