ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში, ქვიშარში, ზედა ბუგეულსა და აბანოეთში წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია უტარდება.
სოფელ ჭყვიშსა და ქვიშარში, წყალსადენის სისტემის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება ცენტრალური მაგისტრალისა და სამარაგო ავზების მოწყობა. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. მათი ჯამური ღირებულება 66 817 ლარს შეადგენს.
ზედა ბუგეულსა და აბანოეთში (გაბრიჭაულების უბანში) წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები ორივე ადგილზე სათავე ნაგებობებისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი, რომელის ღირებულება 195 900 ლარს შეადგენს.