თერჯოლის მუნიციპალიუტეტის კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის მაგისტრალის მოწყობა მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მასზე 144 348 ლარი იხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჯორჯიან პლასტიკი“ აწარმოებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
“სასმელი წყლის პრობლემა აქტუალურია მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით და აქტიურად ვმუშაობთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამჯამად სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს სოფ. ზედა სიმონეთსა და ქ. თერჯოლაში ჯაბიძის ქუჩაზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ქუჩაა, ხოლო უახლოეს მომავალში წყლის სისტემის მოწყობის სამუშოები სიქთარვასა და ბარდუბანში დაიწყება“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ.