ხონის მუნიციპალიტეტში 17 მილიონიანი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება. ინფორმაციას ტელეკომპანია რიონი ავრცელებს.
ნფრასტრუქტურული პროექტი 2019 წლის იანვარში დაიწყება და სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 3 სოფელს შორის დამაკავშირებელი გზა და ორი ხიდი მოეწყობა.
ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ინფორმაცია ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის, ნოღასა და გორდის მოსახლეობას უკვე მიეწოდა.