20 ოქტომბერს ახალციხის ციხის ზედა ტერიტორიაზე, შემოდგომის ფესტივალი ჩატარდება

1543

20 ოქტომბერს ახალციხის ციხის ზედა ტერიტორიაზე, შემოდგომის ფესტივალი ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ხალხური რეწვის ნიმუშების და მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; ამასთან, ჩატარდება შეჯიბრი ჭიდაობასა და მკლავჭიდში. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან; ასევე, მოეწყობა საჩვენებელი გამოსვლები კარატესა და ძალისმიერ სამჭიდში და გაიმართება ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი;