მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, ამ ეტაპისთვის სოფელ წერეთლის ტერიტორიაზე, 7 მოსაცდელი ეწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 000 ლარი გამოიყო.
ასევე, როოგრც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ სოფელში ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინი საფეხბურთო მოედნის მოწყობაც მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 73 370 ლარს შეადგენს.