ხელვჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ამ დროისათვის გაჭრილია წყლის მაგისტრალის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი. მათივე ინფორმაციით, რთული რელიეფიდან გამომდინარე პროექტით გათვალისწინებული ე.წ. “კაპტაჟებამდე’’ მისასვლელი გზის გაყვანა ბურღვასა და აფეთქებას მოითხოვს. აღნიშნული სამუშაოები პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 1 622 ათას ლარს შეადგენს.
ხელვჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – კახა ფუტკარაძე, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის აუზისა და ცენტრალური მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.