ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის ინიციატივით გაიმართა პროექტის -“ჩემი იდეა ყვარელს“ პრეზენეტაცია.
მერიის ცნობით, “ჩემი იდეა ყვარელს“ არის პროექტი, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა და ყვარლის მუნიციპალიტეტის განვითარება გარემოს დაცვითი, განათლების, სპორტული, კულტურული და ინფრასტრუქტურული კუთხით.
როოგრც მერიაში აცხადებენ, გამარჯვებული პროექტების ავტორები ერთი დღით დაიკავებენ მუნიციპალიტეტის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის, პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობებს.
პროექტი “ჩემი იდეა ყვარელს“ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.